პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობაში ის საკადრო ცვლილებებს უახლოეს მომავალში არა გეგმავს.
,, გიდასტურებთ, არ ვაპირებ არც ერთი მინისტრის შეცვლას. მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ არც ერთი მინისტრი არ დატოვებს თავის ადგილს. მთავრობაში არ იგეგმება არანაირი ცვლილება", _ განაცხადა ღარიბაშვილმა და განმარტა რომ ამ ეტაპზე შიდა გადაადგილებებიც დასრულებულია.
,, ამ ეტაპზე შიდა გადაადგილებებიც დავასრულეთ. შეიძლება რამდენიმე, ერთი-ორი გადაადგილება შიგნით უწყებებს შორის მოხდეს, ეს ჩემი საქმე არ არის და ეს მინისტრების პრეროგატივაა და მათ საქმეში არ ჩავერევი ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები