შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქობულეთის საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის (ზღვაში გასვლა აუცილებელი სამაშველო აღჭურვილობის გარეშე) დარღვევის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე ნუგზარ რ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 პრიმა 2 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად 300 ლარით დააჯარიმეს.