მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძის განცხადებით ყოფილი დიპლომატის ეროსი კიწმარიშვილის საქმის მასალები მის ოჯახთან შეთანხმების გარეშე არ გასაჯაროვდება. როგორც შოთაძემ ,,ჰოლიდეი ინნ"-ში ,,გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან" დაკავშირებული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა საქმეზე არა ერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და პროკურატურას უახლოეს მომავალში შეეძლება საზოგადოებას გააცნოს საგამოძიებო შედეგები.
,,გარდაცვლილ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს მინდა ვუთხრა, რომ გამოძიების მასალების გასაჯაროვდება მათთან კომუნიკაციის გარეშე არ მოხდება, ვინაიდან დაზარალებულის ოჯახთან კომუნიკაცია არის უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტი პროკურატურისთვის", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის პროკურორის მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, კიწმარიშვილის საქმის გამოძიება უახლოეს პერიოდში დასრულდება და აუცილებლად გასაჯაროვდება ყველა დეტალი, რაც გამოძიების დროს გახდა ცნობილი.
კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიებისგან განსხვავებული ვერსია აქვს კიწმარიშვილის ოჯახს.