კანადა უკრაინას სამხედრო პოლიციის გაწრთვნაში დაეხმარება. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. რობ ნიკოლსონის თქმით, უახლოეს ხანებში კიევში კანადელი სამხედრო ინსტრუქტორები ჩავლენ. კანადა უკრაინას, შეერთებული შტატების მსგავსად, არალეტალური იარაღით ამარაგებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის, სტეპან პოლტორაკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები კანადურ სამხედრო აღჭურვილობას უკვე წარმატებით იყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები