იაპონიამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. ტოკიოს "შავ სიაში" 26 ფიზიკური პირი და 14 ორგანიზაცია მოხვდა, რომლებიც დონბასის მოვლენებთან არიან კავშირში. მათი ანგარიშები იაპონიაში გაიყინება. "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ქვეყნის ტერიტორიაზე შეცვლასაც აუკრძალავენ. სანქციების პირველი პაკეტი იაპონიამ რუსეთს სექტემბერში დაუწესა. სანქციები "სბერბანკს," "გაზპრომბანკსა" და სხვა მსხვილ რუსულ ბანკებს შეეხო.
მასალის გამოყენების პირობები