დონბასში ე.წ. "სიჩუმის რეჟიმი" ამოქმედდა. პრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებით, სახელისუფლო ძალები დღეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაიცავენ. პარალელურად, დღეს მინსკში სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა სეპარატისტთა ლიდერებმა შეხვედრის გადადება 12 დეკემბრისთვის მოითხოვეს. დონეცკის დეფაქტო ლიდერების თქმით, დაპირებების მიუხედავად, კიევი ზავის პირობებს ინტენსიურად არღვევს. სროლისა და აფეთქებების ხმა დონეცკში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.
მასალის გამოყენების პირობები