ფილიპინებში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, ტროპიკულმა შტორმმა ჰაგუპიტმა 27 ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება. ქარიშხალმა ასობით საცხოვრებელი სახლი და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი დააზიანა. ბოლო 3 დღის განმავლობაში სტიქიური უბედურების ზონიდან მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.