წითელ პლანეტაზე წყლის არსებობის ნიშბნები კიდევ ერთხელ აღმოაჩინეს. მარსმსვლელ "კურიოზიტის" მიერ გადაღებული ახალი ფოტოები კალიფორნიის რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიამ წარმოადგინა. ამერიკელ მეცნიერთა მტკიცებით, მოპოვებული ფოტომასალა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მარსზე ტბები არსებობდა. "კურიოზიტი" წითელ პლანეტაზე 2012 წლის 6 აგვისტოდან იმყოფება. ამ დროის განმავლობაში კოსმოსურმა აპარატმა მარსზე ათობით უნიკალური ექსპერიმენტის ჩატარება შეძლო.