დღეს, 9 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო "დივანში" ყაზახი ტურ-ოპერატორები აჭარის  ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან. 
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნობიან რეგიონის სასტუმრო პოტენციალს, ღირშესანიშნაობებსა თუ ბუნებრივ სიმდიდრეებს.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპრატამენტის ერთ-ერთ მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს. 
სტატისტიკის მიხედვით ყაზახეთიდან ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს.