უკრაინამ შესაძლოა დსთ დატოვოს. ამის შესახებ „პეტრო პოროშენკოს ბლოკის" ფრაქციის წარმომადგენელმა ვიტალი კოვალჩუკმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხს დღეს უმაღლესი რადა განიხილავს. დსთ-დან გამოსვლის შესახებ კანონპროექტი უკრაინის პარლამენტში 27 ნოემბერს შევიდა. მანამდე კი უკრაინის მისისტრთა კაბინეტმა დსთ-ში უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლის პოსტი გააუქმა.
მასალის გამოყენების პირობები