მასობრივი არეულობები მილანში. ასობით დემონსტრანტმა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა ლა სკალას თეატრთან გააპროტესტა. დემონსტრანტებმა აქციის მოსაწყობად მილანის ოპერის თეატრი იმ მიზეზით აირჩიეს, რომ სეზონის გახსნაზე თეატრს პოლიტიკური ლიდერები სტუმრობდნენ. მანიფესტანტებმა შენობაში შეღწევა სცადეს, რაშიც მათ ხელი პოლიციამ შეუშალა. დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ რეზინის ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკების შედეგად ათამდე ადამიანი დაშავდა. პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები