დღეიდან უკრაინას რუსული გაზის მიწოდება აღუდგება. ამის შესახებ „გაზპრომის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა. მისივე განმარტებით, „ნეფტოგაზ უკრაინამ" „გაზპრომის" ანგარიშზე 378 მილიონი დოლარი გადარიცხა, რის სანაცვლოდაც 1 მილიარდ კუბამეტრ აირს მიიღებს. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, კიევი რუსეთისგან მომავალი წლის დასაწყისში დამატებით 1,5 კუბამეტრ გაზს შეიძენს.
მასალის გამოყენების პირობები