უამინდობა იაპონიაში. ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებში გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარის სიმაღლემ რიგ მონაკვეთებზე 40 სანტიმეტრს გადააჭარბა, რამაც საავტომობილო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. შეფერხებით მუშაობს ადგილობრივი აეროპორტებიც. მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი სისტემაც, რის გამოც რამდენიმე დასახლებულ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც. სტიქიამ 98 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები