ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოების თანაარსებობა რეგიონში მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზაა. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ებრაული მხარის მიერ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ახალი დასახლებების მშენებლობა კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს და ისრაელს საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს.
ისრაელმა ახალი დასახლებების მშენებლობა 5 ნოემბერს იერუსალიმის სინაგოგაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მიიღო. პრემიერ ნეთანიაჰუს განკარგულებით, იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 78 სახლის აშენება იგეგმება.