უკრაინის პრეზიდენტი მინსკის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას მოითხოვს. ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელ ჰაიდი ტალიავინთან შეხვედრისას განაცხადა. მხარეებმა აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის დარეგულირების გზები განიხილებს. მანმადე უკრაინის ლიდერი დონბასში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა. პოროშენკოს განკარგულებით, 9 დეკემბერი აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. "სიჩუმის რეჟიმი" გამოცხადდა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარეებმა შეთანხმებას 5 სექტემბერს მიაღწიეს, თუმცა ზავი დონბასში ინტენსიურად ირღვევა.
მასალის გამოყენების პირობები