დღეს, 8 დეკემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს. როგორც  ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გარემოს დაცვის სამინისტროს სინოპტიკოსმა ნინო წვერავამ განაცხადა მომდევნო დღეების განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს. 
,, დღეიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდს ველოდებით.  8-9 დეკემბერს დასაველთ საქართველოში ველოდებით აღმოსავლეთის ქარის გაძლიერებს  10-15 მ/წმ-ში", _განაცხადა  ,,ჯი-ეიჩ-ენ-ენთან" საუბარში წვერავამ.
მისივე განმარტებით, უახლოეს დღეებში ძლიერი ყინვა მოსალოდნელი არ არის.
,, -2 გრადაუსზე მეტ ყინვას არ ველოდებით, ესიც  უფრო კახეთის რეგიონში. მოიმატებს დღის ტემპერატურაც და ჰაერი აღმოსავლეთ საქართველოში  10-15 გრადუსამდე, ხოლო  დასავლეთ საქართველოში 17-22 გრადუსამდე შენარჩუნდება", _განაცხადა წვერავამ.
მისივე განმარტებით, უნალექო ამინდი შენარჩუნდება თბილისშიც.
,, თბილისშიც უნალექო ამინდი შენარჩუნდება. დღის ტემპერატურა მოიმატებს და ჰაერი 11 გრადუსამდე  შენარჩუნდება, ხოლო ღამის ტემპერატურა +2 გრადუსამდე შენარჩუნდება", _განაცხადა ნინო წვერავამ.