საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად ბათუმიდან-თბილისამდე მატარებლით იმგზავრა. ,,რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, მგზავრების თქმით, მატარებელი არც ერთ სადგურზე არ გაჩერებულა.
თბილისში ჩამოსვლის შემდეგ  ივანიშვილს არც ერთ აქტუალურ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.
,,დღეს ინტერვიუ არ იქნება გამოსასვლეი დღე მაქვს, იმიტომ, რომ შაბათია", _განუცხადა  ყოფილმა პრემიერმა ,,რუსთავი-2"-ს. 
არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელმა რკინიგზის სადგური სამოქალაქო გასასვლელიდან დატოვა.