დონეცკის დეფაქტო რესპუბლიკაში მუნიციპალური არჩევნები იანვრის ბოლოს ან თებერვლის პირველ ნახევარში ჩატარდება. ამის შესახებ სეპარატისტთა სახალხო საბჭოს სპიკერმა ანდრეი პურგინმა განაცხადა. კანონი ადგილობრივი არჩევნების შესახებ დონეცკის დეფაქტო პარლამენტმა ნოემბერში მიიღო. ახალი კანონის თანახმად, ადგილობრივი საბჭოები და ქალაქის მერები არჩევნების გზით უნდა დაინიშნოს. დღეისათვის მერებს სეპარატისტული რესპუბლიკის ლიდერი ნიშნავს.
მასალის გამოყენების პირობები