პაკისტანში ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. ადნან ელ შუქრიჯუმი ვაზირსტანში სპეცოპერაციისას დაიღუპა. მასთან ერთად სპეცრაზმელებმა ტერორისტული დაჯგუფების კიდევ ორი მებრძოლი მოკლეს. შუქრიჯუმზე შეერთებულ შტატებს ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული. მას ბრალად რამდენიმე მასშტაბური ტერორისტული აქტის განხორციელება ედებოდა.
მასალის გამოყენების პირობები