18  დეკემბერს,  ბრიუსელის  პრეს კლუბში,  ევროპული  და  საერთაშორისო  მედიის, აგრეთვე,  ევროპელი  ესპერტების, სხვადასხვა  საერთაშორისო  ფონდებისა და  ორგანიზაციების წარმომადგენელთა  წინაშე  სპეციალური  შემაჯამებელი  პრესკონფერენციით  წარსდგებიან  ევროპულ-ქართული  საზოგადოების _ EUGS European-Georgian Society EUGS 
International  Development  and  Leadership  network (პრეზიდენტი  ანნა  რეხვიაშვილი, აღმასრულებელი  დირექტორი ნელი  მელითაური)  ლიდერები,ისევე  როგორც  ბრიუსელის  პრეს კლუბის  სპეციალურ  შემაჯამებელ  პრესკონფერნციაში  მონაწილეობას  მიიღებენ  საერთაშორისო ევროპულ-ქართული სავაჭრო,  სამრეწველო  და  საინვესტიციო  პალატის_  International EU-Georgian Trade, Industry and Investment Chamber IEGTIIC  (  პრეზიდენტი  გიორგი  რობაქიძე)  ლიდერები, აგრეთვე   პარტნიორი ქართული   და  უცხოური სამოქალაქო  და  ბიზნეს   ორგანიზაციების  წარრმომადგენლები.
 
პრესკონფერენციაზე  შეჯამდება  მთელი  წლის  მანძილზე  განხორციელებული  პროექტები  და  პროგრამები.  
ევროპულ-ქართული  საერთაშორისო  ორგანიზაციების  ლიდერები  ლიდერები  უპასუხებენ  ჟურნალისტებისა  და  ექსპერტების  შეკითხვებს.
ამავე  პრესკონფერენციაზე  გაიმართება  ევროპულ-ქართული  საერთაშორისო  ორგანიზაციების  2015  წლის  ამბიციური სტრატეგიული  გეგმის  პრეზენტაცია.
აღსანიშნავია,  რომ  ევროპულ_ქართული  საზოგადოების EUGS- ის,  საერთაშორისო ევროპულ-ქართული სავაჭრო,  სამრეწველო  და  საინვესტიციო  პალატის_  IEGTIIC  -ის  სპეციალური  შემაჯამებელი  პრესკონფერენცია  იმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების  ევროპის საბჭოს ლიდერების  უმაღლესი  შეხვედრა.
პროგრამის  ფარგლებში  დაგეგმილია  ევროპულ-  ქართული  საერთაშორისო  ორგანიზაციების  ლიდერების  შეხვედრები  ევროპის  საბჭოს  ლიდერებთან.