ჩინეთის ქალაქა ვუქსში გამართული მსროლელთა შორის მსოფლიოს სუპერთასს გამარჯვებული ქართველი მსროლელი ნინო სალუქვაძე გახდა.
25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში 11 საუკეთესო სპორტსმენთა შორის სალუქვაძემ პირველობა არავის დაუთმო.
სალუქვაძეს საკვალიფიკაციო სროლების შემდეგ 294 და 295 ქულა ჰქონდა, რასაც ფინალურ ეტაპზე 200.5 ქულა დაემატა.
ქართველმა მსროლელმა საერთო ჯამში 789.5 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე გასულმა ჩინელმა ინგ ჩენმა 787.8 ქულა. ბრინჯაოს მედალი კი გერმანელი მუნჰბაიარ დორჯსურენ ერგო _ 787.2 ქულა.