საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლექსო თამაზაშვილი პრეზიდენტის მიერ ფარულს მოსმენების შესახებ კანონზე ვეტოს დადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი დღეს ვეტოს ბერკეტსაც დაკარგავს.
" პრეზიდენტი, რომლისთვისაც მართლაც კარდაკარ ვიარეთ, რომ რეიტინგი აგვეწია და გაგვეყვანა, იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც წინასწარ დააანონსა ერთ-ერთმა კოლეგამ ნაციონალური მოძრაობიდან, მან წინასწარ იცოდა დეტალურად ვეტოს შინაარსი! გული ამაზე მწყდება... სხვა ისეთი არაფერი არ მომხდარა, ბერკეტი აქვს და იყენებს.. უბრალოდ დღეს მაგ ბერკეტსაც დაკარგავს.. არა კი არ ვართმევთ, უბრალოდ ვეტოს დავძლევთ.", - აღნიშავს თამაზაშვილი
პრეზიდენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონს ვეტო დაადო და კანონპროექტი მოტივირებულ შენიშვნებთან ერთან უკან გადაუგავნა.
"ჩვენ ვერ მივიღეთ სწორი ბალანსი დაცულობასა და ადამიანის უფლებებს შორის. ამიტომ კანონს ვადებ ვეტოს და პარლამენტს ვთავაზობთ საკუთარ ვარიანტს, რომელშიც ფუნქციური გადანაწილენა იქნება დაცული, ეს ნიშნავს რომ მიყურადებას განახორციელებენ უფლებამოსილი ორგანოები და ნებართვას, რომ კონკრეტული მიყურადება განხორციელდეს, გასცემს სასამართლო, ხოლო ზედამხედველობას განახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ეს არის მოდელი , რომელიშიც ფუნქციები სწორად არის გადანაწილებული და რომელიც, უზრუნველყობს, რომ ბალანსი სახელმწიფო ინტერესებსა და ადამიანიებებს შორის იყოს დაცული. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაიზიარებს ჩემს პოზიციას",- განაცხადა პრეზიდენტმა.