მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმე ძალიან სუსტი, ბრალდების შინაარსი კი აბსურდულია, - ამის შესახებ, ადვოკატმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალის დამძიმების შეფასებისას განუცხადა.
კახიძე პროკურატურაში საქმის მასლების გასაცნობად, გვიან ღამით მივიდა.
"საქმეში არის ოლეგ მელნიკოვის ირიბი ჩვენება. ირიბი ჩვენება საეთოდ, არ ითვლება მტკიცებულებად. არის ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტი შეწყანებას წინასწარ იყო შეპირებული. ის არის პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი, პოლიტიკური ოპონენტი. ამგვარი მოწმის ჩვენება სანდო ვერ იქნება. ამისტომ ეს საქმე, მტკიცებიულებებიდან გამომდინარე, არის ძალიან სუსტი. თავად ბრალდების შინაარსიც არის აბსურდული, რადგან პრეზიდენტის შეწყალების უფლება არის უპირობო კონსტიტუციური უფლება", - განცხადა ოთარ კახიძემ.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი გუშინ წარუდგინა.
ექსპრეზიდენტს, უფლებამოსილების გადამეტებასა და ბრალდებულების მფარველობაში ედება ბრალი.
როგორც პროკურატურის განცახდებაშია აღნიშნული, ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისათვის ბრალდების გამოტანა მოხდა სტარსბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზედამხედველობას უწევს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით