იური ვაზაგაშვილი პროკურატურას მისი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოსაძიებლად 10-დღიან ვადას აძლევს.
საჩივარი 2006 წელს სანაპიროს კორტებთან სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ პროკურატურაში უკვე შეიტანა.
იგი უწყებაში წუხელ იმყოფებოდა.
იური ვაზაგაშვილი კვლავ მოითხოვს თბილისის პოლიციის სამმართველოს და მისი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
იური ვაზაგაშვილის ინფორმაციით, თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი მისი შვილის მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
„მე შევხვდი სამძებროს უფროსს ვასაძეს და გამომძიებლებს, ჩემი შვილის , ზურას საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენი გეგმა და მივეცით სადღაც, ათდღიანი ვადა, რომ დაგვახვედროს საქმე გამოძიებული, თუ არა და სხვანაირად ვიწყებთ მოქმედებას," - აცხადებს ჟურნალისტებთან იური ვაზაგაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები