პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით და ის მიზეზბიც განმარტა თუ რატომ უჭერს მხარს აღნიშნულ კანონპროექტს.
"იმედი მაქვს, უმრავლესობა, ყოველ შემთხვევაში მინიმუმ ის ფრაქციები, რომლებიც ერთნი ვართ ამ აზრზე, მხარს დაუჭერენ ქალბატონი ეკას, Gგედევან ფოფხაძის და სესიაშვილის მიერ წამოდგენილ კანონპროექტს. რაც შეეხება ბატონ ვახტანგ მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა, მან ძალიან დიდი შრომა ჩადო. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ უფრო ლოგიკურია, უფრო თანაზომიერია, უფრო ბალანსის შემცველია ის კანონპროექტი, რომელიც წამოდგენილია. Kკიდევ ერთი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პირადი ცხოვრება, ეს არ არის აბსოლუტური უფლება, ისევე, როგორც სიცოცხლის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია მათი შეზღუდვა კანონით. სწორედ ეს ამ კანონში არის გაწერილი ძალიან განჭვრეტილად, ძალიან მკაფიოდ ცხადად", -განაცხადა მანანა კობახიძემ.