თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ,,მერსედერსის" მარკის ავტომანქანა დაიწვა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეტყობინება სანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 13: 23 საათზე შევიდა. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
მასალის გამოყენების პირობები