პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც დეპუტატები ფარული მიყურადების შესახებ, უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თეთრი მაისურებით, წარწერით, "ეს შენ გეხება" - მივიდნენ.
მათი თქმით, თუ პარლაენტი უმრავლესობის შეთავაზებულ კანონპროექტს დაამტკიცებს, ისინი პრეზიდენტს მიმართავენ, გამოიყენოს ვეტოს უფლება.
"პროცესმა დაგვანახა, რომ უმრავლესობაში პოლიტიკური გადაწყვეტილებ არის მიღებული და ისინი მხარს უჭერენ ეკა ბესელია შემოთავაზებულ ვარიანტს.
წინ არის მეორე მოსმენა და შესაძლოა შესწორებები შევიდეს, თუმცა თუ დარჩა ისე , რა სახითაც არის დღეს, ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, რომ კანონს დაადოს ვეტო", - განაცხადა "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პარალმენტმა არ უნდა მიიღოს ბესელია, ფოფხაძე, სესიაშვილის კანონპროექტი, რომელიც ე.წ. გასაღების შსს -ში დარჩენას გულისხმობს.