. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ საქმეების წამოწევით ხელისუფლება ცდილობს, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გადაფაროს.
„ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკური ბრალდებების, რომელიც ხორციელდება "ნაციონალური მოძრაობის" წინაღმდეგ. ეს არის მცდელობა, რომ გადაფარონ ის მოვლენები, რაც მიმდინარეობს," - აცხადებს მინაშვილი ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს,მიხეილ სააკაშვილს ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ბრალი წარედგინა.