ყირგიზეთში ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები ჩავლენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ კანატ საუდაბაევმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა სატელეფონო საუბრისას მიიღეს.
ამის შესახებ კი ინფორმაციას ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომელიც ამჟამად ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეა.
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყირგიზეთში უახლოეს მომავალში გაემგზავრებიან და ქვეყანაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზში დროებითი მთავრობა 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს, რომელსაც საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი როზა ოტუბაევა უხელმძღვანელებს. ბიშკეკში შეტაკებების დროს დაღუპულთა რიცხვმა 75-ს, ხოლო დაშავებულთა 1 000 კაცს გადაჭარბა.