ლატვიის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
მისივე განმარტებით, რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე და განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ის ართულებს ვითარებას მთელ რეგიონში.
ლატვიის პრეზიდენტის შეფასებით, ქვეყანა მოტივირებულია საქართველოსთან კავშირების გააქტიურებით და სწორედ ამიტომ ეწვია საქართველოს 70-ზე მეტ ბიზნესმენთან ერთად.
„რაც დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აღვადგინეთ, თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაიზარდა. იმისთვის, რომ თანამშრომლობა გაღრმავდეს, 70-ზე მეტი ბიზნესმენი მახლავს. ვისაუბრეთ საქართველოზე, როგორც ტრანზიტულ ქვეყანაზე, და იმ გზებზე, თუ როგორ უნდა დაუახლოვდეს ქვეყანა ბალტიის ქვეყნებს", - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა
მასალის გამოყენების პირობები