სასჯელაღსრულების N15 დაწესებულებაში სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა და გარდაიცვალა 13.08.1983 დაბადებული მსჯავრდებული ა. ჭ. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.