"პროკრედიტ ბანკი" ახალი კონცეფციის შესაბამისად, ფილიალების მოდერნიზებას ბანკის აგრძელებს და ამჯერად ქუთაისის განახლებული ფილიალის გახსნას აღნიშნავს, სადაც მომხმარებლებს ყველა საბანკო მომსახურების მიღება ერთ წერტილში, სწრაფად და კომფორტულად შეუძლიათ!
ბანკის ინფორმაციით, უახლესი სტანდარტებით გარემონტებული 2-სართულიანი შენობა ფილიალთან ერთად ქუთაისის სერვის ცენტრსაც აერთიანებს. შენობის პირველ სართულზე საოპერაციო განყოფილებაა განთავსებული, მეორე სართული კი მთლიანად ბიზნეს კლიენტების მომსახურებას ეთმობა. ახალი დიზაინით მოწყობილი შეხვედრების ოთახები მაქსიმალურად მყუდრო და სასიამოვნო გარემოს ქმნის.
ფილიალის შესასვლელ ნაწილში განთავსებულია თვითმომსახურების ზონა, სადაც მომხმარებლებს კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ ისარგებლონ დისტანციური არხებით და დამოუკიდებლად განახორციელონ გარკვეული საბანკო ოპერაციები.
"ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ კლიენტებმა ბანკში თავი კომფორტულად იგრძნონ. ფილიალების გარემონტება და ახალი კონცეფციის მიხედვით მოწყობა სწორედ ამას უწყობს ხელს. ამასთანავე, აღსანიშნავია თვითმომსახურების ზონაც, რომელიც ჩვენი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ საბანკო ოპერაციების განხორციელება - იქნება ეს თანხის შეტანა მიმდინარე ანგარიშზე, თანხის განაღდება თუ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გადარიცხვა. ქუთაისი ჩვენი ბანკისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ქალაქია, ამიტომაც მოხარული ვარ, რომ დღეიდან ჩვენი კლიენტები მომსახურებას კიდევ უფრო კომფორტულ გარემოში მიიღებენ", - განაცხადა "პროკრედიტ ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ასმუს როტნემ.
მენეჯმენტი აცხადებს, რომ ბანკი 2014 წლის ბოლომდე კიდევ რამოდენიმე ფილიალის განახლებას გეგმავს და უახლოეს მომავალში მომხმარებლებს განახლებულ და კომფორტულ გარემოს სხვა არსებულ ლოკაციებზეც შესთავაზებს.