თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ორი საქმის განხილვა განახლდება.
საქმე ეხება „თბილსერვისისა" და „თბილისის განვითარების ფონდის" საქმიანობას - ორივე მათგანზე სხდომა ცალ-ცალკე ტარდება.
პროცესზე დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები.
ბრალდებულის ადვოკატის განმარტებნით, სამართლებრივად სადავო საქმეებში არაფერია, რადგან საქმე მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებულია.
„ამ ორ საქმეს აერთიანებს, არა მხოლოდ ბრალდებული გიორგი უგულავა, არამედ აერთიანებს პოლიტიკური მოტივი. საზოგადოებას შეუძლია ნახოს, რომ როგორც ერთ, ისე მეორე საქმეზე პროკურატურის მთელი მოტივაცია მიმართულია იქითკენ, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეები ალაპარაკონ პარტიული საქმიანობის შესახებ. საქმე გვაქვს არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ პროცესთან", - განაცხადა გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.