რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ყირგიზეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარეს როზა ოტუნბაევას ესაუბრა.
ამის შესახებ "ინტერფაქსი" პრემიერის პრეს-სპიკერ დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით იუწყება.
"პუტინმა ყირგიზეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარესთან როზა ოტუნბაევასთან სატელეფონო საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ყაზახეთში ძალადობის ფაქტები შეწყდება და განსაკუთრებული ყურადღება ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვას მიექცევა", - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
ამასთან, მისვე ინფორმაციით, ოტუნბაევამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ ყირგიზეთში დროებითი მთავრობა ვითარებას სრულად აკონტროლებს, ასევე კონტროლ ქვეშაა სამართალდამცავი ორგანოები და შეიარაღებული ძალები.
მიუხედავად ამის, ყირგიზეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარის შეფასებით, ვითარება ამ დრომდე კვლავ რთულია და კრიზისიდან გამოსასვლელად ყირგიზეთს ეკონომიკური დახმარება სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის დროებითი მთავრობა 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს, რომელსაც საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობს. მინისტრთა კაბინეტი კი სრული შემადგენლობით გადაგა.
მილიცია უკვე ეროვნული თანხმობის მთავრობის დაქვემდებარებაშია გადასული. ამ დროისთვის ყირგიზეთის საზღვრები მეზობელ სახელმწიფოებთან ჩაკეტილია. ოპოზიციამ კონტროლი დედაქალაქთან მდებარე საერთაშორისო აეროპორტზეც დაამყარა. რუსული საინფორმაციო წყაროების ინფორმაციით, გაძარცულია ეროვნული მუზეუმი. გახშირდა მარადიორობის ფაქტებიც.