საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ოპერატორი სამართალდამცველებმა დაკითხეს. თამაზ შავშიშვილმა პროკურატურის შენობა უკვე დატოვა, თუმცა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
შავშიშვილთან ერთად პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა მისი ადვოკატი ოთარ კახიძეც. როგორც კახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა გამოძიებას აინტერესებდა, თუ სად არის დაარქივებული 2008 წელს ყოფილი პრეზიდენტის მიერ გამართული შეხვედრებისა და საჯარო განცხადებების ჩანაწერები.
მასალის გამოყენების პირობები