ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ოპერატორი დაკითხვაზე მთავარ პროკურატურაში გამოცხადდა. იგი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ ოთარ კახიძესთან ერთად გამოცხადდა. როგორც თამაზ შავშიშვილმა ჟურნალისტებთან დაკითხვის დაწყებამდე განმარტა მისთვის უცნობია რა საკითხზეა დაბარებული გიორგი ბადაშვილის უწყებაში.
,,ჩემი დაკითხვაზე დაბარება არ გამკვირვებია, რადგან მანამდე დაბარებული იყო ყოფილი პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელი, მზარეული. მეც მაინტერესებს რა კითხვები აქვს პროკურატურას", _განაცხადა თამაზ შავშიშვილილმა.