მომდევნო ორი დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში თოვლი, თბილისში კი  თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გარემოს დაცვის სამინისტროს სინოპტიკოსმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა  26 ნოემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ გამოიდარებს. 
,,დღეს საღამოს და ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში  ვვარაუდობთ ნალექს თოვლის სახით. თბილისში მოსალოდნელია უფრო თოვლ-ჭყაპი. 25-26 ნოემბერს  კი აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს. რაც შეეხება  დასავლეთ საქართველოს  იქ  უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა გაძლირდება აღმოსავლეთის  ქარი 20-25მ/წმ-ში", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნიორაძემ.