ყირგიზეთის დროებითი მთავრობა 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს. ამის შესახებ დროებითი მთავრობის თავმჯდომარემ როზა ოტუნბაევამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დროებითი მთავრობა ამ დროის განმავლობაში ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანს, კერძოდ, საარჩევნო კოდექსში, "კანონში პოლიტიკური პარტიების შესახებ" და "მიტინგების, მსვლელობების და მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ კანონში".
ამასთან, ოტუნბაევას განაცხადებით, ორდღიანი შეტაკებების შედეგად დაღუპულებისა და დაზარალებულების ოჯახები კომპენსაციებს მიიღებენ, ხოლო უახლოეს დღეებში გლოვის დღეც გამოცხადდება.
დროებითი მთავრობის თავდაცვის მინისტრის ისმაილ ისაკოვის განცხადებით კი, უახლოეს მომავალში საპატრულო-საგუშაგო სამსახური შეიქმნება, რომელიც ქუჩებში წესრიგს დაამყარებენ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანას ამ დროისთვის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით ეროვნული თანხმობის მთავრობა მართავს. მინისტრთა კაბინეტი კი სრული შემადგენლობით გადაგა.
მილიცია უკვე ეროვნული თანხმობის მთავრობის დაქვემდებარებაშია გადასული. ამ დროისთვის ყირგიზეთის საზღვრები მეზობელ სახელმწიფოებთან ჩაკეტილია. ოპოზიციამ კონტროლი დედაქალაქთან მდებარე საერთაშორისო აეროპორტზეც დაამყარა. რუსული საინფორმაციო წყაროების ინფორმაციით, გაძარცულია ეროვნული მუზეუმი. გახშირდა მარადიორობის ფაქტებიც.