"თავისუფალი დემოკრატები"-ს თავმჯდომარემირაკლი ალსანია კანადაში ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.  თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. 
ასევე შეეხო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და რამდენად იმოქმედებს ეს პროცესები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე. 
ფორუმი  დღეს, 23 ნოემბერს დასრულდება. 
შეხვედრას თავდაცვის მოქმედი და ყოფილი მინისტრები, ასევე უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკური ჯგუფებისა და ინსტიტუტების ხელმძღვანელები ესწრებიან.