39 წლის საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში არასრულწლოვნებს სექსუალურ კავშირს აიძულებდა ბერძენ 73 წლის მამაკაცთან და სექსუალური კავშირის სცენებს ფირზე იღებდა. შემთხვევა სალონიკთან ახლოს, კატერინში მოხდა. ამის შესახებ, ინფორმაციას ,,რუსთავი-2 " ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბერძული საგამოძიებო უწყების ცნობით, 17 წლის გოგონა, რომელსაც 73 წლის მამაკაცთან იძულებით ჰქონდა სექსუალური კავშირი, საავადმყოფოშია და ფსიქოლოგიურ დახმარებას გადის.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბერძენი კაცის სახლში აღმოჩენილია ოთახი, სადაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნების გაუპატიურება და სცენების ფირზე გადაღება ხდებოდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული ქართველის საცხოვრებლიდან ამოღებულია ათი დივიდი დისკი, რომელზეც მსგავსი სცენებია აღბეჭდილი, ასევე ფოტოსურათები, ვიდეო კამერა და ლეპტოპები.
მასალები პორნოგრაფიული შინაარსის სცენებს შეიცავს.