ყირგიზეთის დროებითმა ეროვნული თანხმობის მთავრობამ ბიშკეკში მომხდარ სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა ბაკიევის ადმინისტრაციას დააკისრა.
"მინდა განვაცხადო, რომ ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა", - განაცხადა ეროვნული თანხმობის მთავრობის თავმჯდომარე როზა ოტუნბაევამ და დასძინა, რომ 7 აპრილს, ბიშკეკში განვითარებული მოვლენები "ეს არის პასუხი რეპრესიაზე, ტირანიასა და აგრესიაზე, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა".
"შესაძლოა, ეს იყო სახალხო რევოლუცია, შესაძლოა იყო სხალხო ბუნტი, შესაძლოა იყო ხალხის წინააღმდეგობა, რაც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენ გვინდა ვუთხრათ "არა" ტირანიას და ვაშენოთ დემოკრატია", - განმარტა ოტუნბაევამ.