საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმეზე სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროცესი 28 ნოემბერს განახლდება.
სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეების დაიკითხებიან.
დღეს გამართჲლ პროცესზე კი როგორც საქმის პროკურპრმა ზვიად გუბელაძემ განმარტა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროს ლევან ჩაჩუა არაჯეროვნად ასრულებდა თავის მოვალეობებს.
"ჰაბიდოსკოპიურ-ფონოსკოპიურმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ ექპსერტიზის მიმდინარეობის ამსახველ ვიდეოფაილზე არ შეინიშნება არანაირი მონტაჟის ნიშნები. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულ ლევან ჩაჩუას, როდესაც ევალებოდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება იმ მომენტში როდესაც ხდებოდა ზურაბ ჟვანიას თავის ტრეპანაცია საერთოდაც არ იმყოფებოდა ახლომახლო და ლუქავდა გარკვეულ შიდა ორგანოებს. ამით მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლევან ჩაჩუა არაჯეროვნად ასრულებდა თავის მოვალეობას. ეს გახლავთ ბრალდების მთავარი მტკიცებულება", - პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დაკავებული ჩაჩუა, მოსამართლემ 18 ნოემბერს 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.