ევაკუაცია თბილისის 166-ესაჯარო სკოლაში. სკოლის მოსწავლეებს შენობა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში დაატოვებინეს და ადგილზე კომპანია „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები მუშაობდნენ. როგორც სკოლის დირექტორი ირმა ომანაძე „რუსთავი 2"-თან საუბრისას აცხადებს, მათ იგრძნეს მკვეთრი ნამწვის სუნი, რამაც პანიკა გამოიწვია და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შენობა მაშინვე დაატოვებინეს.
მისივე თქმით, სკოლაში ბუნებრივი შეყვანილი არ არის. თუმცა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მათ კომპანია „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები გამოიძახეს და სკოლა და მისი მიმდებარე ტერიტორია შეამოწმებინეს.
ამ დროისთვის სასწავლო პროცესი აღდგენილია. ბავშვების ნაწილი მშობლებმა წაიყვანეს, დანარჩენი მოსწავლეები კი სწავლას აგრძელებენ.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.
მასალის გამოყენების პირობები