შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია აშშ-ის მხრიდან გუანტანამოს ციხიდან სამი პატიმრის საქართველოსთვის გადმოცემას ეხმიანება და აცხადებს, რომ უწყება აიღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ საქართველოს მოსახლეობა სრულად იყოს დაცული.
მისივე განმარტებით, გუანტანამოს ყოფილი პატიმრები საქართველოში დღეს ჩამოვლენ.
,,დღეს განხორციელდება სამი ყოფილი პატიმრის ჩამოყვანა და ბუნებრივია, როგორც უწყება ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად იქნება საზოგადოება დაცული და მაქსიმალურად იქნება ასევე შესაზლებლობა ყოფილი პატიმრებისთვის უზრუნველყოფილი რასაც ჰქვია მათი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია", _განაცხადა შსს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ.
შეერთებულმა შტატებმა გუანტანამოს 5 პატიმარი საქართველოსა და სლოვაკეთში გადმოანაწილა. ამის შესახებ გაზეთი "მაიამი ჰერალდი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში სპეციალური რეისით 3 საქართველოში, 2 კი სლოვაკეთში გადმოიყვანეს. ისინი ტუნისისა და იემენის მოქალაქეები არიან.
შეერთებულ შტატებს ტერორიზმში ეჭვმიტანილებნი ჯერ კიდევ 2010 წელს უნდა გაეთავისუფლებინა, თუმცა მათთვის შესაბამისი ქვეყანა ვერ მოინახა. როგორც "მაიამ ჰერალდი" იტყობინება, საქართველომ ადრე უკვე მიიღო გუანტანამოს 3 ყოფილი პატიმარი.