შსს სტატისკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის ათ თვეში (იანვარ-ოქტომბერში) მთლიანობაში ნარკოტიკული დანაშულის შემთხვევებმა იკლო, თუმცა გაზრდილია ნარკოტიკების კონტრაბანდის ფაქტები.
შსს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის ათ თვეში (იანვარ-ოქტომბერში) რეგისტრირებულია ნარკოტიკების კონტრაბანდის 68 შემთხვევა, რაც გასული წლის ანალოგოურ პერიოდთან შედარებით 78, 95%-ით მეტია.
გასულ წელს რეგისტრებული იყო ნარკოტიკების კონტრაბანდის 38 ფაქტი.
შსს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წელს რეგისტრირებული დანაშულიდან (იანვარ-ოქტომბერში) გახნილია 67 საქმე (98, 53%), ხოლო გასულ წელს გახსნილი იყო 31 შემთხვევა (81, 58).
ამავე კატეგორიის დანაშულში გადის ფსიქოტროპული საშუალებების კონტრაბანდა, რომელიც მიმდინარე წლის ათ თვეში (იანვარ-ოქტომბერში) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 600%-ით გაზრდილია.
გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული დანაშული რესტრირებული არ არის, წელს კი ფსიქპოტროპული საშუალების კონტრაბანდის 6 შემთახვევა დაფიქსირდა რომელთან გახსნილია 4.
ამასთან უწყების ინფორმაციით, გაზრდილია ფსიქტროპული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტებიც. სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ათ თვეში (იანვარ-ოქტომბერში) გასული წლის ანალოლოგ პეროდთან შედარებით დანაშულმა 266, 67 % მოიმატა.
წელს რეგისტრირებულია 22 ფაქტი, რომელთან გახსნილია 20 მათაგნი (90, 91%) გასულ წეს რეგისტრირებული 6 დანაშულიდან გახსნილია ექვსივე მათგანი.
შსს-ის სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 22086 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა - 14369. დანაშაულის გახსნის პროცენტია 65,06%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -16,67 %.