შსს სტატისკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის ათ თვეში (იანვარ-ოქტომბერში) ძარცვის მუხლით რეგისტრირებული დანაშულის ფაქტებმა იკლო, თუმცა იმატა ძარცვის შემთხვევებმა ბინაში შეღწევით.
უწყების სტატისტიკის საფუძველზე, მიმდინარე წლის ათ თვეში (იანვარ-ოქტომბერში) რეგისტრირებულია ძარცვის მიზნით ბინაში შეღწევის 27 შემთხვევა, რაც გასული წლის ანალოგოურ პერიოდთან შედარებით 50%-ით მეტია.
გასულ წელს რეგისტრირებული იყო 18 ანალოგიური ფაქტი. რაც შეეხება გახნსის მაჩვენებელს, წელს გახსნილია 19 საქმე (70, 37%) ხოლო გასულ წელს 9 საქმე (50%)
შსს-ის სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 22086 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა - 14369. დანაშაულის გახსნის პროცენტია 65,06%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -16,67 %.