პირველი გასაღები აუცილებლად უნდა იყოს იმ ორგანოში, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნულ უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგის უზრუნველყოფაზე, - ასე ეხმიანება შინაგან სამქეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლევან იზორია ფარული მოსმენების ირგვლივ მიმდინარე განხილვას.
მისი თქმით, დაუსაბუთბელია იმ მხარის მოსაზრება, რომლებიც აცახდებენ, რომ შსს-ს ე.წ. გასაღები არ უნდა ჰქონდეს.
"არგუმენტი, რომელიც გვერსმის ამ დისკუსიაში, რომ შსს- ს არ ჰქონდეს გასაღები და სხვას ყველას ჰქონდეს, ყოველგვარ დასაბუთებას, სამართლებრივ მსჯელობას მოკლებულია. მაშინ შინაგან სამეთა სამინისტრო გავაუქმოთ საერთო, რადგან თუ ინსტიტუტს არ ენდობი ერთ ნაწილში და ამბობს, რომ ეს ლოგიკურად, გამოიწვევს უკანონობას, მაშინ ბუნებრივია, საერთოდ სისტემას არ ენდობი", - განაცხადა იზოროამ.
პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი. კანონის ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, რომლის ავტორები ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ირაკლი სესიაშვილი არიან, პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს და შსს-ს ექნება, თუმცა მოსმენის ნებართვას ორივე შემთხვევაში სასამართლო გასცემს.
მეორე პროექტის ავტორი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეა, რომლის მიხედვით, პერსონალურ მონაცემებზე წვდომა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ექნება.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პროცესში აქტიურად არიან ჩართულიი, ე.წ. "გასაღები"- ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დარჩენას ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციაში, სადაც ორგასაღებიანი მექანიზმის ამოქმედებაზე იყო საუბარი,აღნიშნულია, რომ პერსონალურ მონაცემებზე სამართალდამცავ ორგანოებს წვდომა არ უნდა ჰქონდეთ.