დღეს, 21 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმეზე ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროცესი გაგრძელდება.
სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მოწმეები დაიკითხებიან.
პროცესი, სამ საათზეა ჩანიშნული და მას პატიმრობიდან გათავისუფლებული ლევან ჩაჩუაც დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დაკავებული ჩაჩუა, მოსამართლემ 18 ნოემბერს 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები