საფრანგეთში ზღვაში მეორე მისტრალი ჩაუშვეს. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ვეტმფრენმზიდი გემი "მისტრალი სევასტოპოლი" დღემდე მშრალ ნავმისადგომზე იმყოფებოდა, რომელიც გუშინ წლით შეავსეს. ჯერჯერობით გაურკვეველია, გადასცემს თუ არა რუსეთს საფრანგეთი სამხედო გემებს. პარიზი კონტრაქტით აღებული ვალდებულების შესრულებას 14 ნოემბერს გეგმავდა, თუმცა "მისტრალები" რუსულ მხარეს ჯერ კიდევ არ მიუღია. ამ დროისათვის პორტ სენ-ნაზერში 500-მდე რუსი მეზღვაური იმყოფება, რომლებიც ოფიციალური პარიზის გადაწყვეტილებას ელოდებიან. იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთი რუისეთს "მისტრალებს არ გადასცემს, მოსკოვი პარიზის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
მასალის გამოყენების პირობები