ნატოს გენერალური მდივანი მოსკოვს არჩევანის წინაშე აყენებს. საგანგებო განცხადება იენს სტოლტენბერგმა ესტონეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე გააკეთა. "ჩვენ რუსეთთან ერთად უნდა შევეცადოთ კრიზისის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას. მოსკოვს კი აქვს არჩევანი. რუსეთი ან საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე უნდა გახდეს, ან იზოლაციის გზა უნდა აირჩიოს. ჩვენ რუსეთს თანამშრომლობას ვთავაზობთ,"-განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. მანვე რუსეთი მინსკის შეთანხმების დარღვევასა და ამბოხებულთა შეიარაღებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები